ათარჩეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-თარჩეი (აფხ. Аҭарчеи) — მიცვალებულის კულტთან დაკავშირეული დოღის ერთ-ერთი სახეობა.

ტერმინ „ათარჩეის“ ქვეშ იგულისხმებოდა სპეციალური სამგლოვიარო ჩული (ჩვეულებრივ შავი ფერის), რომელსაც გარდაცვლილის ცხენს ფაფარიდან ძუამდე გადააფარებდნენ. ასე შესუდრულ ცხენს საფლავის სამჯერ შემოტარებისა და ზარის (აზარის) თქმის შემდეგ, ჭირისუფლის მიერ წინასწარშერჩეული მხედარი უცაბედად მოსწყვეტდა ადგილიდან და დაუზოგავად გააჭენებდა. მას დანარჩენი მხედრები დაედევნებოდნენ, ცდილობდნენ დაწეოდნენ და აფრიალებული ათარჩეი ან მისი ნაგლეჯი მაინც ჩაეგდოთ ხელში. გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის, ვინც მთლიანად ან ჩულის ყველაზე დიდ ნაწილს მოიპოვებდა ან შეინარჩუნებდა. გამარჯვებულ მხედარს ჭირისუფალი დაასაჩუქრებდა.

გარდაცვლილის ცხენის მონაწილეობით მარულას კავკასიის ხალხები და ქართველებიც მიმართავდნენ (სამეგრელოში ასეთ დოღს „თარჩია“ ერქვა). გარდაცვლილის მქროლავი ცხენი მიცვალებულის სულს განასახიერებდა (შდრ. „სულის ცხენი“), რაც მითოლოგიიდან და ფოლკლორიდან კარგად ცნობილი ფრთოსანი ცხენის სახეს უკავშირდება და პირველყოფილ რელიგიებში ცხენისა და ფრინველის სახეების კონტამინაციას წარმოადგენს. საინტერესოა, რომ ამერიკელ ინდიელებში ცხენის გამოჩენამ, რაც კონტინენტის კოლონიზაციის პროცესში მოხდა, ზუსტად იგივე წეს-ჩვეულებები და ფოლკლორული მოტივები წარმოშვა, როგორიც ძველ სამყაროში, კერძოდ ევროპაში იყო: ცხენმა ფრინველისაგან არამარტო ატრიბუტები (მაგ., ფრთები), არამედ მისი ფუნქციებიც შეითვისა და ტოტემური ცხოველების რანგში ავიდა.


ლიტერატურა

  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы (этнографический очерк) // ЗКОРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • К.Ф. Ган. Поездка в Мингрелию, Самурзакань и Абхазию // ЗВ. Тф., 1902. №4;
  • Д. Маргания. Обряды погребения и поминовения умерших у абхазов. СЗМ. 1912 №23,; *Д.И. Гулия. Культ козла у абхазов (К этнографии Абхазии). Сух., 1928;
  • О. Вахания. Абхазские народные игры. Сух., 1959;
  • Ш.Д. Инал-ипа. Абхазы (историко-этнографические очерки). Сух., 1965;
  • В.Я. Пропп. Исторические корни волшебной сказки. Л., 1968;
  • Д.Г. Гиоргадзе. Обряд «посвящения коня» у горцев Восточной Грузии // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. თბ., 1972, XVI-XVII;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი //ივერია. 1888. #176.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები