ათყვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათყვა (აბაზ. Аткъва) – ციური ურჩხული აბაზურ მითოლოგიაში; კუდში დასდევს მზესა და მთვარეს და მათ ჩაყლაპვას ცდილობს. მზისა და მთვარის დაბნელების ხარისხი – სრული ან ნაწილობრივი – დამოკიდებულია იმაზე, თუ მნათობთა რაოდენი ნაწილი ჩაყლაპა ურჩხულმა. სწამდათ, რომ თუ ათყვამ ისინი მთლიანად ჩაყლაპა, ქვეყნიერების დასასრულიც (აჰირზამანი) დადგებოდა. ამ უბედურებისთვის ხელი რომ შეეშალათ, აბაზები ზეცაში ისრებისა და თოფების სროლის გარდა, ყვირილსა და ხმაურის ყველა საშუალებას მიმართავდნენ, რათა ურჩხული როგორმე დაეფრთხოთ და მნათობები გადაერჩინათ.


ლიტერატურა

Тугов В. Б. Память и мудрость веков. Фольклор абазин: Жанры, темы, образы, поэтика. Карачаевск, 2002; Копсергенова В.З. Серебряные нити. Приметы и поверья абазин. Карачаевск, 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები