ალექსიძე ზაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაზა ალექსიძე

ზაზა ალექსიძე – (დ.13.VIII. 1935, თელავი - გ. 24.I 2023, თბილისი), ისტორიკოსი და ფილოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1985), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997).

დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (1958). იყო თსუ არმენოლოგიის კათედრის გამგე (1979), კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი (1989-2006). ზ. ალექსიძე იკვლევდა ქრისტიანული კავკასიის პოლიტიკურ სოციალურ-კულტურულ და იდეოლოგიურ პრობლემებს. მან კრიტიკულად დაადგინა და მეცნიერული გამოკვლევები დაურთო ძველი სომხური და ქართული მწერლობის ძეგლებს („ეპისტოლეთა წიგნი“, თბ., 1968; უხტანესის „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“, თბ., 1975: არსენი საფარელის „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“ თბ., 1980). გამოსცა ქართული და სომხური ეპიგრაფიკის კორპუსები (ატენის სიონის სომხური წარწერები, თბ., 1978; ქართული ფრესკული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1988 – გ. აბრამიშვილთან ერთად). ყველა დასახელებული პუბლიკაცია დაფუძნებულია ქართული და სომხური ტექსტების ენობრივ ანალიზზე, ხოლო სტატიათა სერია „კჳრონ“ სახელის ეტიმოლოგიისათვის; ქართულ-სირიული ლექსიკური ურთიერთობის ისტორიიდან; უძველესი ქართული სოციალური ტერმინები: სეფე-წული და ოჩე (უკანასკნელი გ. მაჭავარიანთან ერთად); „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ლექსიკიდან და სხვ.) დაწერილია ენათმეცნიერების და ისტორიის მიჯნაზე. 1990–96 ალექსიძის ხელმძღვანელობით სინას მთაზე მოწყობილი ექსპედიციები სერიოზული აღმოჩენებით აღინიშნა, რომელთაგან ალბანური მწერლობის ძეგლების გამოვლენას და გაშიფვრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კავკასიის უძველესი დამწერლობის მქონე ენების შესასწავლად. ალექსიძის შრომებმა არა მარტო გამოავლინა ახალი მასალა და ახლებურად დააყენა კავკასიოლოგიის ბევრი პრობლემა (კავკასიაში რელიგიური სიტუაციის, ქართული, სომხური და ალბანური დამწერლობის გენეზისისა და განვითარების გზათა ეტაპების, ცალკეულ უძველეს სოც. ინ-ტთა და სხვ. საკითხები), არამედ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქრისტიანული კავკასიის საერთო პრობლემატიკის კვლევის თანამედროვე ეტაპის შექმნას.

ნ. აფციაური

თხზულებები

  • მხედრული დამწერლობის სათავეებთან. – „ცისკარი“, 1978. №№ 5–6 (თანაავტ: გ. აბრამიშეილი);
  • ატენის სიონის ოთხი წარწერა. თბ.. 1983;
  • ქართული წყაროების შესწავლის მეთოდური საკითხები (აგიოგრაფია), თბ. 1985;
  • ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე დაა მისი მნიშენელობა კაეკასიოლოგიისათვის, თბ., 1998;
  • Kaukasien und der christiche orient zwischen 451 und 780 - Georgica, Jena - Tb -1981 H 4

გამოცემები

  • მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის. წგ. 1. თბ. 1964 (თანაავტ.: შ. ბურჯანაძე)
  • თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი. – კრ.: „მრავალთავი“ (ფილოლ.-ისტ. ძიებანი), I, თბ., 1971.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები