ალვის ხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალვის ხე

ალვის ხე - (ლათ. Pōpulus), ტირიფისებრთა ოჯახის ფოთოლმცვივანი მცენარე. სიმაღლეში იზრდება 40 მ-მდე, აქვს ვიწრო პირამიდული ქერქი. ყინვაგამძლე და სწრაფმზარდია. გაღიავებული დრეკადი ვარჯი ქარს ადვილად ატარებს და ირწევა. ალვის ხის სამშობლოა ავღანეთი და შუა აზია. კულტივირებულია კავკასიაში. კარგი სახეივნო ჯიშია. შესანიშნავია ქარსაფარი ზონების გასაშენებლად. 15-20 წლისა უკვე საშენ მასალას იძლევა. მის მსუბუქ გამძლე მერქანს ქაღალდის წარმოებაში იყენებენ.

ალვის ხე. ანანური, დასავლეთის ფასადი (XVIII ს.).

თქმულება

თქმულების მიხედვით, ალვა იყო სიცოცხლის ხე, მშვენიერი და სურნელოვანი, რომელიც სამოთხეში იდგა და რომლის ნაყოფის გემება ადამმა ვერ მოასწრო. „ვით ალვა ედემს რგულია“, – ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანში“. ალვის ხეს იმ სასწაულებრივი წმიდა ხის მიმსგავსებით შეერქვა ეს სახელი.

ერთი ლექსის თანახმად ალვის ხე წვერში ყურძენს ისხამს, რომლის გემება ყოველგვარი უბედურებისგან იცავს ადამიანს. აი, ეს ლექსიც, რომელიც მრავალი ვარიანტით არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის თემებში:

„ჩვენი ბატონის კარზედა
ხე ალვად ამოსულაო,
წვერზე მოუსხამს ყურძენი,
საჭმელად ჩამოსულაო.
მისი უჭმელი ქალ-ვაჟი
უდროოდ დაშაულაო“.

ამ ლექსში მითოლოგიურად არის გადმოცემული ქრისტიანული რელიგიის მთავარი საიდუმლო – ზიარება. ჩვენი ბატონი უფალი იესო ქრისტეა, მისი კარი – მისი ეკლესია, ალვად ამოსული ხე – საღვთო ლიტურგია, ყურძენიქრისტეს სისხლი, მისი უჭმელი ანუ უზიარებელი ქალ-ვაჟი კი – ევა და ადამი, რომელთაც ვერ მოასწრეს სიცოცხლის ხის ნაყოფის გემება და დაკარგეს უკვდავება, მარადიული სიცოცხლე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები