ალუმინის კომპოზიტური პანელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალუმინის კომპოზიტური პანელი
ალუმინის კომპოზიტური პანელი

ალუმინის კომპოზიტური პანელი – სამშენებლო მოსაპირკეთებელი კომპოზიციური მასალა. პანელი შედგება ორი წინასწარ შეღებილი ალუმინის 0,5 მმ-მდე სისქის ფურცლებისაგან, რომელთა შორის ჩაწებებულია (ჩაწნეხილია) პოლიმერული ფურცელი (დამზადებული დაბალი წნევის პოლიეთილენის საფუძველზე). პანელის საერთო სისქეა 2-6 მმ. ძირითადად გამოიყენება შენობა-ნაგებობების გარე ფასადების შესამოსად, აგრეთვე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების (აეროპორტი, რკინიგზის სადგური, საავადმყოფო, რესტორანი და ა.შ.) მოსაპირკეთებლად, სარეკლამო კონსტრუქციებისა და დროებითი საგამოფენო პავილიონების მოსაწყობად და სხვ. პანელების მონტაჟი ხორციელდება ალუმინის დამხმარე პროფილების მეშვეობით, რომლებიც პირველ რიგში მიემაგრება კედელს, შემდეგ აკეთებენ თბოსაიზოლაციო შრეს და ბოლოს კომპოზიტურ ფილებს. კომპოზიტურ ფილებსა და თბოსაიზოლაციო შრეს შორის ტოვებენ 4-5 სმ-ის სივრცეს (ვენტილირებადი ფასადის შესაბამისად), რათა კომპოზიტის გარე და შიგა შრეებს შორის არ იყოს დიდი ტემპერატურული სხვაობა, რაც გამოიწვევს ფილაში არასასურველი ძაბვების გაჩენასა და საბოლოო ჯამში ფილის დაბრეცას.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები