ამბროლაძე ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევან ამბროლაძე – (1999-1979) – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978). იკვლევდა დასავლეთის ფილოსოფიაში დასმულ ონტოლოგიურ პრობლემებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წიგნი „საწყისისა და მიზეზობრიობის პრობლემა ახალ ფილოსოფიაში“, რომელშიც გამოკვლეულია სუბსტანციის, როგორც პირველმიზეზისა და ყოველგვარი არსებულის საწყისის, დამოკიდებულება მიზეზობრიობასთან. ეს პრობლემა განხილულია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის სავლე წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკური კონცეფციის, განსაკუთრებით, დასაბუთების საწყისის წერეთლისეული თეორიის საფუძველზე. ლ. ამბროლაძე ამტკიცებს, რომ მთელი სინამდვილის ონტოლოგიური საწყისის დედაარსს შინაგანი წინააღმდეგობის, ურთიერთდაპირისპირებული მომენტების დიალექტიკური ერთიანობა წარმოადგენს. იდეალიზმსა და მატერიალიხმში, როგორც წესი, ეს პრინციპი ცალმხრივად და, მაშასადამე, დამახინჯებულად არის წარმოდგენილი. მკვლევარი ცდილობდა დიალექტიკური მეთოდის საფუძველზე მეცნიერულად აეხსნა ონტოლოგიური საწყისის ბუნება. ამ მიზნით იგი ვრცლად და დეტალურად განიხილავს ახალი ფილოსოფიის კლასიკოსების - დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ბერკლის, ჰიუმის, კანტისა და ჰეგელის თვალსაზრისებს საწყისისა და მიზეზობრიობის შესახებ, აგრეთვე გამოკვლეულია საწყისისა და მიზეზობრიობის პრობლემა დიალექტიკური მატერიალიზმის თვალსახრისით.

თხზულებები

საწყისისა და მიზეზობრიობის პრობლემა ახალ ფილოსოფიაში“ (თბილისი, 1971).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები