ანდრონიკაშვილი მზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მზია ანდრონიკაშვილი

მზია ანდრონიკაშვილი − (14. X. 1920, თბილისი, – 28.VII.2006, იქვე), ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე ინდურ-ირანული ენების სპეციალობით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი კავკასიური და აღმოსავლური ენების განხრით (1941). 1942-45 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი და მეცნიერ თანამშრომელი. 1945-იდან თსუ-ში კითხულობდა ინდოირანულ და ინდოევროპულ ენათა შედარებითი გრამატიკის კურსებს, ასწავლიდა ძველ და საშუალო სპარსულ ენებსა და სანსკრიტს.

მ. ანდრონიკაშვილი მრავალი შრომის ავტორია. იკვლევდა ირანული ენების ლექსიკურ-გრამატიკულ სტრუქტურას, ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობისა და ეტიმოლოგიის საკითხებს. მისი ფუნდამენტური ნაშრომია „ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან“ (ტ. I, 1966; ტ. II, 1996). წიგნში პირველად არის შესწავლილი მონოგრაფიულად ძველი ქართული ენის ლექსიკა ინდურ-ირანულ ენებთან მიმართებით, მოცემულია მრავალი ქართული სიტყვის ეტიმოლოგია. მ. ანდრონიკაშვილმა პირველმა თარგმნა ქართულ ენაზე სპარსული და ინდური ლიტერატურის უძველესი ძეგლების ნიმუშები – „ავესტის“ ნაწილის „იაშტების“ ჰიმნები („არმაღანი“, 1988), აქემენიდების ძველი სპარსული წარწერები; ინდური „რიგვევდის“ ჰიმნები და ძველი ინდური ეპოსისმაჰაბჰარატას“ ეპიზოდი „ნალა და დამაჲანტი“ („არმაღანი“, 1977).




თხზულებები

  • ირანული სატომო და ადგილის სახელები ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში (V–XIII სს.). – „ენათმეცნიერების ინსტიტუტის შრომები“, ტ. I. აღმოსავლურ ენათა სერია, თბ., 1954:
  • არაბული სიტყვების სპარსული გზით შემოსვლის შესახებ ქართულში. – „თსუ შრომები“. 1965. ტ. 105, შენიშვნები ქართულიდან ოსურში შესული სპარსული სიტყვების შესახებ. – კრ. „აღმოსავლეთმცოდნეობა“, თბ., 1976;
  • ისტორია და ეტიმოლოგია ქართული სიტყვებისა – აღიარება და უარყოფა. – წგ. აკაკი შანიძე – 100. საიუბილეო კრებული, თბ., 1987:

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები