არმიების ჯგუფის ოპერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმიების ჯგუფის ოპერაციასაომარი მოქმედების თეატრში ნატოს ბლოკის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული გამოყენების ძირითადი ფორმა. მიზნის, ამოცანების, ადგილისა და დროის მიხედვით ურთიერთდაკავშირებული და შეთანხმებული არმიების ჯგუფის ჯარების საბრძოლო მოქმედებების ერთობლიობა. ხორციელდება ერთიანი ჩანაფიქრით და სარდლის ხელმძღვანელობით, ტაქტიკურ ავიაციასთან ურთიერთმოქმედებით, ხოლო ზღვისპირა მიმართულებაზე – აგრეთვე სამხედრო-საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით.

პირველად ტერმინი „არმიების ჯგუფის ოპერაცია“ გაჩნდა I მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიაში.

ეს ოპერაციები შეიძლება იყოს შეტევითი და თავდაცვითი. არმიების ჯგუფის შეტევითი ოპერაციის მიზანს, როგორც წესი, წარმოადგენს ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების განადგურება და ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის რაიონებისა და ზღუდეების ხელში ჩაგდება.

არმიების ჯგუფს (აშშ) შეუძლია აწარმოოს შეტევა (წვრთნების გამოცდილების მიხედვით) 250-400 კმ ზოლზე (აშშ კორპუსს – 50-90 კმ, დივიზიას – 20-30 კმ) 350-600 კმ სიღრმეზე. ოპერაციის ხანგრძლივობაა 9-იდან 15-მდე დღე. შეტევის საშუალო ტემპი – თავდაცვის გარღვევისას 10-15-იდან 20-25 კმ-მდე დღეში. შეტევის განვითარებისას – 40-45 კმ.

არმიების ჯგუფის თავდაცვითი ოპერაცია ეწყობა მოწინააღმდეგის შემომტევი დაჯგუფებების გასანადგურებლად, ოპერატიულ-სტრატეგიული თვალსაზრისით დიდმნიშვნელოვანი რაიონების შენარჩუნებისათვის შეტევაზე გადასასვლელად ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით. არმიების ჯგუფს (აშშ) შეუძლია, თავს იცავდეს 250-450 კმ სიგრძის (არმიის კორპუსს – 60-120, დივიზიას – 30-60 კმ) და 300 კმ-მდე სიღრმის ზოლში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები