არსენ ულუმბოელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენ ულუმბოელი – (IX ს.), წმ. ღირსი მამა (ხსენ. დღე 03/16.05), ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ქართული სავანის დამაარსებელი ოლიმპოს მთაზე.

არსენ ულუმბოელის შესახებ სულ რამდენიმე მინაწერი – ცნობა – არის შემორჩენილი, მაგრამ ის, რაც არის, ძალზე მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიის ისტორიისათვის. ბითვინიაში, ოლიმპოს მთაზე, არსენ ულუმბოელსა და მის სულიერ ძმას მიქაელს, დაუარსებიათ პირველი ქართული მონასტერი, რის უკვდავსაყოფადაც მის სახელზე 3 მაისს მოსახსენიებელი დაუწესებიათ (Jer.24-25). ასევე მიქაელთან ერთად არსენ ულუმბოელი ყოფილა იერუსალიმში და იერუსალიმის პატრიარქ სერგისაგან (843-859) მიუღია მირონის მცხეთაში დამზადების ნებართვა: „იერუსალიმით მოირს მცხეთას მიჰრონის კურთხევაჲ ბრძანებითა კრებისაჲთა და სერგი იერუსალიმის პატრიარქისაჲთა (Jer24-25; 80). პ. ინგოროყვა არსენ ულუმბოელს აიგივებს გრიგოლ ხანცთელის მოწაფე არსენთან, რომელიც, მისი აზრით, ხანცთიდან პალესტინაში ჩავიდა და იქ მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა. იქიდან უნდა გამოეგზავნა არსენ ულუმბოელს წერილი თავისი მოძღვრისათვის. ბოლოს არსენ ულუმბოელი ოლიმპოზე უნდა გადასულიყო.

მ. სურგულაძე

ლიტერატურა

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 2007;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963.


Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები