არტურ დავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურ დავი. სიმბოლიზებული ბუნება № 2, 1911; ქაღალდი, პასტელი, 45.8X55 სმ. ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი. ალფრედ შტიგლიცის კოლექცია

არტურ დავი - (Arthur Dove, 1880-1946) ადრეული ამერიკული მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ის ევროპაში, 1907-1909 წლებში ეცნობოდა ფოვისტების შემქმედებას და შემოდგომის სალონშიც კი იყო გამოფენილი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, კანდინსკის თანადროულად, თუმცა მისგან სრულიად დამოუკიდებლად, დავმა აბსტრაქტული მცენარეული ეტიუდების შექმნა დაიწყო.

მისი ნამუშევარი „სიმბოლიზებული ბუნება №2“ ერთ-ერთია მცირე ფორმატის ნამუშევართა შესანიშნავი სერიებიდან, რომლებშიც ბუნების სულიერი ძალისადმი მხატვრის რწმენაა გამოხატული. თუკი ვასილი კანდინსკის ხელოვნება უფრო ბუნების შინაგან ხედვაზე იყო ფოკუსირებული, დავის აბსტრაქტული ფერწერა თავად პეიზაჟისგან მიღებულ, მის ღრმად განცდილ გამოცდილებას ასახავდა. როგორც მხატვარი ამბობდა - „არანაირი მხატვრული ფონი, გარდა ტყეებისა, მოჩუხჩუხე ნაკადულებისა, ნადირობისა, თევზაობისა, კემპინგისა და თხილამურებით სრიალისა“. დავი ამერიკის სოფლურ ნაწილში, კონექტიკუტში ცხოვრობდა და ფერმერობით ირჩენდა თავს, თუმცა თავის ნამუშევრებს ნიუ იორკში ფენდა. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ნიუ იორკის არტისტულ საზოგადოებასთან, რომელიც მას შესანიშნავად იღებდა.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები