არქონ ეპონიმოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქონ/არქონტ ეპონიმოსი - (άρχων έπώνυμος), სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი ძველ საბერძნეთში. - ცხრა არქონთაგან მთავარი.

ათენში წელიწადი სახელს არქონ ეპონიმოსის სახელის მიხედვით იღებდა. ძვ. წ. 683 წლიდან მოყოლებული ეპონიმოს არქონთა სია მუდმივად დგებოდა, თუმცა ტერმინი „ეპონიმოსი“ რომის იმპერიის ეპოქამდე ოფიციალურად არ გვხვდება. იგი სახელმწიფოს მთავარი მაგისტრატი იყო ძვ. წ. 487 წლამდე და შემდგომშიც რჩებოდა სახელმწიფოს ნომინალურ მეთაურად.

არქონ ეპონიმოსობა სამოქალაქო თანამდებობა გახლდათ და უმთავრესად საკუთრების დაცვასთან იყო დაკავშირებული. თანამდებობის დაკავების წინ არქონ ეპონიმოსი დებდა ფიცს, რომ წლის ბოლოს თითოეულს ის საკუთრება ექნებოდა, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა უზრუნველეყო მოქალაქეთა დაცვა როგორც უწესრიგობის, ისე მათ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებებისგან. არქონის მოვალეობაში შედიოდა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და ოჯახის დაცვა (განსაკუთრებით ობლებისა და ეპიკლეროსების). არქონ ეპონიმოსი ზედამხედველობას უწევდა ცალკეულ რელიგიურ დღესასწაულებსაც, უმთავრესად ქალაქის დიონისიებს (არქონი).


წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები