ასასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასასი - (არაბ. ‘sas - დარაჯი, მოთვალთვალე). ქალაქის საპოლიციო აპარატის დაბალი რანგის მოხელე, მოურავის იასაული. აღმოსავლეთის დიდი ქალაქების ხელისუფლები (ამირები, ტარუღები) ასასებისა და მათი მეთაურის - ასასბაშის - საშუალებით ახერხებდნენ წესრიგის დაცვას.

საქართველოს ქალაქებშიც ასასები, ე.წ. „მოურავის ხალხი“, ორი-სამი კაცის შემადგენლობით, მუდმივად თან ახლდნენ მოურავს. ისინი უშუალოდ მოურავს მოახსენებდნენ მოსალოდნელ ან ჩადენილ დანაშაულებათა შესახებ და აღასრულებდნენ მის განკარგულებებს. ასასის მოვალეობათა შესახებ დეტალურადაა საუბარი იოანე ბატონიშვილის პროექტში სახელმწიფო წყობილების რეფორმის შესახებ (1799). ასასებს ღამით ქურდებისაგან უნდა დაეცვათ სავაჭრო ადგილები, სახლები და სხვ.; უნდა შეეპყროთ სამართალდამრღვევები და წარედგინათ მოურავისთვის; დახმარება უნდა გაეწიათ მოსახლეობისათვის ხანძრის დროს. ასასების შენახვა ქალაქის მოსახლეობას ევალებოდა, ისევე, როგორც სხვა მოხელეებისა. არსებობდა სპეციალური გადასახადი - „ასასების ფული“, რომელსაც იხდიდნენ ვაჭრები და ქალაქის ხელოსნები.

აფხაზურად ასასი ნიშნავს სტუმარს. ასასები წარმოადგენდნენ აფხაზ გლეხთა კატეგორიას, რომელიც შეესაბამებოდა ქართველ ხიზანს, „მინდობილს“. გარდა ამისა, აფხაზეთში ასასებს უწოდებდნენ ფეოდალური კლასის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც სხვა ფეოდალის მიწა-წყალზე სახლდებოდნენ და მისი ქვეშევრდომნი ხდებოდნენ.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები