ასურეთის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აშურბანიფალი

ასურეთის არმია – ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდში, ძვ.წ. X-დან VII საუკუნემდე ახლო აღმოსავლეთში ასურეთის იმპერია დომინირებდა. თავისი სიძლიერის ხანაში ასურეთის სამეფო ეგვიპტიდან სპარსეთამდე იყო გადაჭიმული.

ისტორიაში პირველად მათ გააერთიანეს მესოპოტამიის მთელი ტერიტორია, მაგრამ ორმოცდაათი წლის შემდეგ ეს გაერთიანებული მიწები საოცარი სისწრაფით დაიშალა. ასურეთის დაშლის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს უზარმაზარი ტერიტორიის დაუცველობა მტრებისაგან და ქალაქების ხშირი აჯანყებები. ამას გარდა ქვეყანას ბოლო საშინაო ომებმაც მოუღეს, რომელიც სამეფო ტახტის მსურველებს შორის მიმდინარეობდა.

ძვ.წ. 612 წელს ასურეთის დედაქალაქი ნინევია შტურმით იქნა აღებული და მიწასთან გასწორებული მიდიისა და ბაბილონის გაერთიანებული ლაშქრის მიერ. ეს ბიბლიურ წინასწარმეტყველებაშიც წერია, იონა წინასწარმეტყველის წიგნში.

ასურეთის იმპერია იყო მოდელი მომავალი სხვა იმპერიებისა. მაგალითად ახალი ბაბილონის სამეფო ნაბუქოდონოსორ II-ის დროს ასურეთის სახელმწიფოს მოდელის მიხედვით იყო აგებული. ბევრისთვის ასურეთის სამეფო ზოგისთვის მხოლოდ სისასტიკისა და ბარბაროსობის სინონიმია, მაგრამ გარდა ამისა ასურეთმა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია და იმპერია ჩამოაყალიბა. მან დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთის ხალხების კულტურაზე და განვითარებაზე. თუმცა უპირველეს ყოვლისა ასურეთი თავისი კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული არმიით გამოირჩეოდა.

ძველი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ. 1400-885) ასურეთის არმია მხოლოდ ომის დროს იკრიბებოდა მოხალისეებისგან და ის რეგულარული არ იყო. ასევე არსებობდა მეფის მცველების განსაკუთრებული რაზმი, რომელიც 1000 მეომრისგან შედგებოდა. მეფის მცველები მეეტლეების და უბრალო ჯარისკაცთა მეთაურების როლს ითავსებდნენ. ასურეთის თითოეული ოლქის მმართველებს თავიანთი მცველთა რაზმი ჰყავდათ, თუმცა მეფის დაცვასთან შედარებით უფრო მცირე. მმართველები პასუხს აგებდნენ თავიანთ ოლქში მოხალისეების შეკრებაზე. ასურეთის არმიის ერთი დანაყოფი 1000 ჯარისკაცს შეადგენდა. გვიანი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ. 885–626) მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ჯარის ნაწილები ისევ არსებობდა.

მეფე აშურბანიფალ II-მ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა უფრო მრავალრიცხოვანი რეგულარული არმია. მისი მეფობის დროს ასურეთის ჯარში უფრო მძიმე საბრძოლო ეტლები და ცხენოსნები გაჩნდნენ. შემდეგმა მეფემ, ტიგლათფალასარ III-მ სამხედრო რეფორმები გააგრძელა და ჩვეულებრივ სახაზო ჯარში თავისი რეგულარული, კარგად აღჭურვილი და შეაბჯრული მცველთა რაზმები შეურია. მცველთა ელიტარული რაზმები ახალა უკვე სახაზო ჯარში იბრძოდნენ დანარჩენ მებრძოლებთან ერთად. ერთი მხრივ მეფემ ამ რეფორმით შექმნა სამხედრო მანქანა რითაც შორეულ ექსპანსიებსაც განახორციელებდა, მაგრამ სამაგიეროდ ახლა სხვა არისტოკრატებისგან აღარ განსხვავდებოდა ელიტარული და მრავალრიცხოვანი დაცვით.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები