აქადის არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქადის არმია – აქადელები მესოპოტამიის სემიტური მოსახლეობა იყო. აქადელები მათ მათივე დედაქალაქის, აქადის მიხედვით უწოდეს, მაგრამ ძვ.წ. 2000 წლიდან სამხრეთ სემიტურმა ტომებმა ბაბილონელების დასახელება მიიღეს, დასავლეთ სემიტურმა ტომებმა ამორეელების, ჩრდილო-დასავლელებმა კი ასირიელების.

აქადელების უდიდესი მეფე სარგონ დიდი იყო (დაახლ ძვ.წ. 2350 წ). სარგონმა მოახერხა მსოფლიოში პირველი იმპერიის შექმნა თავისი ნიჭისა და ძლიერი ჯარის მეშვეობით. სარგონი სწრაფად შეესეოდა თავისი არმიით მოწინააღმდეგის ტერიტორიას და სწრაფ გამარჯვებებს იწევდა. მან მთელი მესოპოტამია დაუმორჩილა თავის სამეფოს.

სარგონის არმია 5400 ჯარისკაცს აერთიანებდა. ეს არმია აქადელი მოსახლეებისგან შედგებოდა და იყოფოდა მსუბუქ ქვეითებად და მშვილდოსნებად. აქადის არმიის მთავარი იარაღი მშვილდ-ისარი იყო და თითქმის ყველა ჯარისკაცს ჰქონდა მშვილდი და ისრების მარაგი. მშვილდოსნების სიმრავლით შეძლეს აქადელებმა შუმერების დამარცხება.



წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები