აღმოსავლეთის ომი 1853-56

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანც რუბო, "სევასტოპოლის ალყა" პანორამის ფრაგმენტი

აღმოსავლეთის ომი 1853-56 - ყირიმის ომი - ბრძოლა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ახლო აღმოსავლეთში პირველობისათვის. რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ ინგლისი და საფრანგეთი (1854), სარდინიის სამეფო (1855).

ძირითადი მოვლენები

  • 1853 წელს – რუსეთის ჯარების შესვლა მოლდოვასა და ვლახეთში;
  • ოსმალების მოგერიება კავკასიის ფრონტზე;
  • ოსმალეთის ფლოტის განადგურება სინოპთან;
  • 1854 წელს – ბალტიის ზღვის ბლოკადა ინგლის-საფრანგეთის ფლოტის მიერ;
  • მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების გადასხმა ყირიმში, რომელიც ამის შემდეგ ომის მთავარი ასპარეზი გახდა;
  • სევასტოპოლის ალყის (1854-55) დასაწყისი;
  • 1855 წელს – რუსეთის დიპლომატიური იზოლაცია;
  • ოსმალთა შეჭრა დასავლეთ საქართველოში;
  • სევასტოპოლის დაცემა.


რუსეთის დამარცხება ომში განაპირობა მისმა სამხედრო და ეკონომიკურმა ჩამორჩენამ. ომი დასრულდა 1856 წელს პარიზის საზავო ხელშეკრულებით, რომლის ძალითაც რუსეთმა დაკარგა დუნაის შესართავი და სამხრეთ ბესარაბიის ნაწილი, მას აეკრძალა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლა და ბაზების შექმნა. კვლავ იქნა აღიარებული სერბიის, ვლახეთისა და მოლდოვის ავტონომია ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები