აშარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშარი – ოსმალური გადასახადი, მოსავლის მეათედი. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა აჭარელი ბეგების დახმარებით ქვეყანაში ფეხი მოიკიდეს, მათ, გადასახადების გაწერის მიზნით, აჭარის აღწერა მოახდინეს. ამასთან დაკავშირებით გიორგი ყაზბეგი წერდა, რომ ამ ოციოდე წლის წინათ, ე. ი. XIX საუკუნის 40-იან წლებში „თურქეთის საქართველოში” აღწერა ჩატარდა, რათა ხალხისათვის აშარი — მეათედი გადასახადი დაეკისრებინათ. თედო სახოკია: „მცხოვრებლები იხდიდნენ მიწის ყოველ მოსავლისათვის. პური, ქერი, სიმინდი, ქერდიყა, თუთუნი, თაფლი, ბოსტნეულობა და ხილი, თუ ბოსტან-ბაღი ეზოს გარეთ იყო, აგრეთვე ცხვრის ნამრავლი – ყველა წყარო იყო გადასახადისა. თუ აშარას ფულით გადაიხდიდნენ, მაშინ თახშირი ერქვა”


ლიტერატურა

სახოკია, 1985:229; ყაზბეგი, 1960:48-49

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები