ახთარფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახთარფა - ყაბალახი (სიტყვა-სიტყვით: „სადაც ქუდიან თავს ჰყოფენ“). ყაბალახს შალის ქსოვილისგან ამზადებდნენ და სხვადასხვა ფერის ბუზმენტებით (სირმებით) აწყობდნენ. ყაბალახი მამაკაცს წვიმის, მზის, სიცივისა და სიცხისგან იცავდა. იგი ორი ფერისა არსებობდა, უმეტესად თეთრი აბრეშუმის თასმებით, ბუზმენებით გაწყობილი. მეორე, მუქი ყავისფერი, შავი ბუზმენტებით გაწყობილი. ყელის თასმაზე ბურთულა ჰქონდა ჩამოცმული, შესაკრავის რეგულირებისთვის. ზამთარში, ნაბდიანი ცხენოსანი ყაბალახის ბოლოებს ყელზე ჯვარედინად უკან გადაგდებულს ატარებდა. ზაფხულში ყაბალახი სახის გასწვრივ იკეცებოდა და თავზე ისე იხურებოდა, რომ სახეზე ჩამოვარდნილი ტოტები უკან ყოფილიყო გადავარდნილი. გრილ ამინდში, მამაკაცი ყაბალახის მარცხენა ტოტს თავზე მოივლებდა და მარჯვნივ, სახის გასწვრივ ჩამოუშვებდა. მარჯვენა ტოტს, ასევე თავზე მოივლებდა და მარცხნივ სახის გასწვრივ ჩამოუშვებდა, ხოლო ორივე ბოლოს უკან ნასკვავდა. ყაბალახის ქვეშ მცირე ზომის ნაბადის ქუდებს ატარებდნენ, რომელსაც აუპცვა ხილფაეწოდებოდა.ყაბალახი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, დამახასიათებელია მეგრელების, იმერლებისა და გურულებისათვის. მამაკაცის თავსაბურავი, წოწოლა, ძაბრის მოყვანილობის, გრძელტოტებიანი. მოსხმული აქვთ უმეტესად მხრებზე. ჩრდილო კავკასიელები და აფხაზები ყაბალახს სხვანაირად ატარებენ. ჩერქეზები მას ქუდთან ახლოს იხვევენ და ბოლოებს დაბლა ჩამოშვებულს არ ატარებენ. ზოგჯერ მარცხნივან მარჯვნივ, მისი ბოლოები თავზე აქვთ გამოწვერილი. აფხაზების ყაბალახი თხელი მაუდისგან იკერება. ძალიან ღია ფერის, ორი ქსოვილის ნაჭრისგან მზადდება და ჩვეულებრივ, წვეტიანი ნაწილით მთავრდება. ყაბალახის ქვეშ მოხუც აფხაზებს დღესაც თექის კონუსური ფორმის ქუდები ახურავთ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები