ბაბტისტერიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სან-ჯოვანის ბაბტისტერიუმი. ფლორენცია.

ბაბტისტერიუმი - (ეტიმ. საეკლესიო ლათ. baptisterium ბერძ. სიტყვიდან baptistérion) იტალ. Battistero). სანათლავი შენობა.

IV საუკუნიდან სიტყვა აღნიშნავს ბაზილიკასთან დაკავშირებულ და ნათლობის აღსრულებისთვის განკუთვნილ საგანგებო შენობას. შენობის ბაზილიკისაგან განცალკავების მიზეზი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ნეოფიტები (ახალმოქცეულნი) მხოლოდ ნათლობის შემდეგ დაიშვებოდნენ ეკლესიაში.

პირველ ბაპტისტერიუმებს ჰქონდა ცენტრალური, ხუთკუთხა, ექვსკუთხა, ბერძნული ჯვრის ფორმის, უფრო ხშირად კი რვაკუთხა ან წრიული გეგმა, კამაროვანი და გუმბათოვანი გადახურვა, თუმცა, ფორმისაგან დამოუკიდებლად, ყოველი მათგანის ცენტრში 70-75 სმ. სიღრმის აუზი იყო მოთავსებული. აუზში ჩასვლა საფეხურების მეშვეობით იყო შესაძლებელი, წყალი კი მას ზემოდან მიეწოდებოდა. ბაპტისტერიუმის ამ ტიპმა მას შემდეგაც განაგრძო არსებობა, რაც XI საუკუნიდან გაუქმდა წყალში ჩაშვების გზით ნათლობა, თუმცა XIII საუკუნიდან მისი გამოყენება უფრო იშვიათი გახდა, რადგანაც ამ დროიდან ნათლობის წესი უკვე ეკლესიაში აღესრულებოდა. ამ მიზნით სანათლავ ემბაზს ეკლესიის შესასვლელის სიახლოვეს, ერთ-ერთ გვერდითა სამლოცველოში ათავსებდნენ.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები