ემბაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Embazi.png

ემბაზი - (ბერძ.) შესვლა. ნათლისღებისათვის განკუთვნილი ჭურჭელი. „ემბაზის“ შვილი ნიშნავს მონათლულს. ემბაზი საბანელი, განსაწმედელი, ნათლისღებისათვის განკუთვნილი ქვის, ხის ან ლითონის დიდი თასის მსგავსი (შეიძლება ოთხკუთხა ფორმისაც იყოს) ჭურჭელი. სამი პატარა შანდლით სანთლებისათვის, რომლებსაც ნათლობის საიდუმლოს ჩატარებისას ანთებენ. „ემბაზის შვილი“ ნიშნავს მონათლულს. ნათლობის საიდუმლოს გარკვეულ მომენტში ემბაზში ჩასხმულ ნაკურთხ წყალში მღვდელი სამგზის შთაფლვითა და ლოცვით ნათლავს ერისკაცს.

Embazi 2.jpg

ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც ნათლობას ჩაშვების - მოსანათლი ადამიანის წყალში დასველების - გზით აღასრულებდნენ, ემბაზი ბაპტისტერიუმის ცენტრში მოწყობილ სხვადასხვა ფორმის ავზს წარმოადგენდა. მარმარილოთი მოპირკეთებულ ამგვარ ავზში ორი-სამი საფეხურის მეშვეობით შეიძლებოდა ჩასვლა.

XI საუკუნიდან კათოლიკურ ეკლასიაში გავრცელდა ნათლობა წყლის გადასხმის მეშვეობით და სანათლავი ემბაზი მრგვალი ან მრავალკუთხა ფორმის ქანდაკების ნიმუშად იქცა. XIV საუკუნიდან ბაპტისტერიუმი აღარ წარმოადგენს ცალკე მდგომ შენობას; ამ დროიდან უკვე მომცრო ზომის სანათლავი ემბაზს ათავსებენ ამ მიზნისათვის განკუთვნილ კაპელაში, როგორც წესი, ეკლესიაში შესასვლელის სიახლოვეს.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები