ბაზაკლოს ტუფის საბადო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზაკლოს ტუფის საბადოტუფის საბადო დმანისის რაიონში, 67 კმ-ის დაცილებით რაიონული ცენტრიდან, 1500 მ–ის სიმაღლეზე. შემცხვარი ტუფი სხვადასხვა შეფერილობისაა: მონაცრისფერო-მომწვანო, მოყავისფრო-მოიისფრო, მუქი ყავისფერი და ა.შ. პროდუქციის გამოსავალი მთის მასივიდან შეადგენს 36,5%. მის შემადგენლობაში შედის სილიციუმის, ალუმინის, რკინის, ტიტანის, კალციუმის, მანგანუმის, ფოსფორის, ნატრიუმის, კალიუმისა და გოგირდის ჟანგეულები. ბუნებრივი ქვა კარგად მუშავდება. გაპრიალების შემდეგ იძენს გლუვ ზედაპირს.

მოცულობითი მასა – 1900-2900 კგ/მ3;
წყალშთანთქმა – 1,27-9,20%;
ფორიანობა – 0,5-0,6%.

სიმტკიცე კუმშვაზე:

მშრალ მდგომარეობაში – 631-1416 კგ/სმ2;
წყალგაჟღენთილ მდგომარეობაში – 573-1387კგ/სმ2;
გაყინვა-გალღობის 25 ციკლის შემდეგ – 505-1369 კგ/სმ2;
დარბილების კოეფიციენტი – 0,72-0,96;
სიმკვრივე 750-1600 კგ/მ3.

გამოიყენება შენობების მოსაპირკეთებლად, აგრეთვე საშენ მასალად ბუნებრივი ქვის სახით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები