ბალისტიკური ხელსაწყოები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალისტიკური ხელსაწყოებირაკეტის გაშვების, გასროლისა და ტრაექტორიაზე მოძრაობის დროს წარმოქმნილი პროცესების შესწავლისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობები. უზუნველყოფენ დენთის და სარაკეტო საწვავის მახასიათებლების, შიდა ბალისტიკური ხასიათის, ქვემეხსა და გამშვებ დანადგარზე ზემოქმედი დატვირთვის, ფრენის დროს ჭურვის (ნაღმის, რაკეტა და ა.შ.) მახასიათებლების ექსპერიმენტულ განსაზღვრას.

დენთის გაზების წნევის გასაზომად გამოიყენება კრეშერები, პიეზოელექტრონული და ტენზომეტრული ხელსაწყოები, ლულის უკუცემის მანძილის, სიჩქარისა და აჩქარების გასაზომად – ველოსიმეტრები; ჭურვის ფრენის პარამეტრებისთვის – ელექტრომექანიკური და ელექტრული ქრონოგრაფები, ოპტიკური, რადიოტექნიკური, რადიოლოკაციური საშუალებები, ინფრაწითელი ხედვის ხელსაწყოები, ფოტო და კინოთეოდოლიტები.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები