ბეთ აჩივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთ აჩივ-ი / უზ აჩან-ი (ყუმიკ. Бет ачыв / აზერ. Уьз ачан) – ყუმიკებისა და დაღესტნელი აზერბაიჯანელების ქორწილის შემდგომი წეს-ჩვეულება – „პატარძლის სახის გახსნა“, ანუ მისთვის პირბადის აწევა. ამ რიტუალში, რომელსაც ქორწილის მესამე დღეს აწყობდნენ, მხოლოდ ნათესავი ქალები მონაწილეობდნენ; სრულდებოდა შემდეგი სახით: მოჰყავდათ 5-7 წლის ბავშვი (როგორც წესი, ნეფის მეგობრის ვაჟი), რომელიც ნამცხარწამოცმული ჯოხით პატარძლს პირბადეს აუწევდა. შემდეგ ქალს ფქვილში, ერბოსა და თაფლში ხელს ჩააყოფინებდნენ.

სამხრეთელ ყუმიკებში პირბადის აწევის დროს ჭერის ნასვრეტში გაარჭობდნენ ჯოხს, რომელზედაც პური და ბამბა იყო მიბმული (პური, როგორც უზრუნველყოფის სიმბოლო, ბამბა კი – ხანგრძლივი სიცოცხლისა). ჩრდილოელი ყუმიკების ზოგიერთ სოფლებში პირბადის აწევის შემდეგ მორთავდნენ ხის ტოტს, რომელზედაც დაკიდებდნენ პატარძლის სახლიდან მოტანილ კაკლებს, კანფეტებს, ნამცხვრებსა და სხვა ტკბილეულს; შემდეგ ახალრძალი და მისი მეგობრები ურმით მთელ სოფელს სიმღერით დაივლიდნენ. პატარძლის ურემს სოფლის ყველა ურემითა და ცხენებით ახალგაზრდები უკან მიყვებოდნენ. როცა ურემი რომელიმე მოსახლის სახლს მიუახლოვდებოდა, „საქორწილო ხეზე“ შებმულ ტკბილეულს ჩამოყრიდნენ და ბავშვებს უმასპინძლდებოდნენ, ხეს კი კვლავ მორთავდნენ.


ლიტერატურა

  • Алимова Б. М. Брак и свадебные обычаи в прошлом и настойящем: Равнинный Дагестан. Махачкала, 1989;
  • მისივე, Пища и культура питания тюркоязычных народов Дагестана в XIX – начале XX в. Махачкала, 2005;
  • Амирханова А. К. Хлеб и хлебные изделия в обрядовой жизни тюркоязычных народов Дагестана // Вестник Дагестанского научного центра. 2013, № 49;
  • Гаджиева С. Ш. Свадебные обычаи и обряды терекеменцев-азербайджанцев Дагестана // Брак и свадебные обычаи у народов Дагестана XIX – нач. XX в. Махачкала, 1986;
  • მისივე, Дагестанские азербайджанцы. XIX – начало XX в. М., 1999.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები