ბორანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბორანი - მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გასასვლელი მორებისაგან შეკრული ტივი, მგზავრობის უსაფრთხოებისთვის ზოგიერთ შემთხვევაში მოაჯირი ჰქონდა მოვლებული.

ბორანი მოძრაობს ბაგირის გასწვრივ, რომელიც მდინარის ორივე ნაპირსაა დამაგრებული. ბორნით გადააქვთ ტვირთი, გადაჰყავთ ადამიანები და ცხოველები. თბილისში არსებობდა რამდენიმე ბორანი, რომელიც ქალაქის ერთ ნაპირს მეორესთან აკავშირებდა.

ბორანი

სამხედრო ბორანი

სამხედრო ბორანი მცურავი საშუალებაა პირადი შემადგენლობის და ტექნიკის გადასაყვანად, წყალზე სამუშაობების ჩასატარებლად მცურავი ხიდის ელემენტის სახით გამოსაყენებლად.

შესაბამისად, განასხვავებენ გადასაზიდ (იკრიბება საპონტონო პარკების ელემენტებისგან, თვითმავალი საბორნე და საბორნე-სახიდე მანქანებისგან, სადესანტო ნავებისგან და ადგილობრივი რესურსებისგან), სპეციალურ (წყალზე საინჟინრო სამუშაოების ჩასატარებლად) და სახიდე ბორნებს.

თანამედროვე საპონტონო პარკებისგან შეკრებილი ბორნების ტვირთამწეობა შეადგენს 20-360 ტ, გადაადგილების სისწრაფე - 15 კმ/სთ, აწყობის დრო 6-15 წთ. გადაადგილდებიან კატარღების, მოტორიანი რგოლების, ამფიბიური მანქანების მეშვეობით, რომლებიც საპონტონო პარკების შემადგენლობაშია.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები