გაბრიელ III (საფარელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაბრიელ III (საფარელი) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (დაახლ. 1065-1080), ბაგრატ IV-ისა და გიორგი II-ის მეფობის ხანაში: „გარდაიცვალა გიორგი ტაოელი, და დაჯდა კათოლიკოს-პატრიარქად გაბრიელ“. მის მიერ დამტკიცებულია მეფე გიორგი II-ის შიომღვიმის მონასტრისადმი 1072 წ. მიცემული შეუვალობის განახლების სიგელი. დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გაბრიელ III-სა და მისი წინამორბედის, გიორგი III ტაოელის კათოლიკოსობის დროს საქართველოს ეკლესიაში მძიმე მდგომარეობა იყო – შეინიშნებოდა სიმონია და დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებით: „წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა“.

ზ. აბაშიძე


წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაი, „ქართლის ცხოვრება“, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1968.

იხილე აგრეთვე

გაბრიელ III (კათალიკოს-პატრიარქი)

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები