გადამფარავი ქვედანაყოფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გადამფარავი ქვედანაყოფი - იმ მიმართულების დასაფარავად გამოყოფილი ქვედანაყოფი, რომელზეც გამოვლენილია მოწინააღმდეგის გადაადგილება ან მისი მზადება დარტყმისთვის. მისი ფუნქციაა, აგრეთვე ალყიდან გამომავალი ჯარების ფლანგების დაცვის უზრუნველყოფა.

შეტევის დროს გადამფარავ ქვედანაყოფს ზოგჯერ განალაგებენ უკვე შემოვლილი ან საკუთარი ძალებისაგან მოწყვეტილი მოწინააღმდეგის დაჯგუფებების, მისი გადმოსხმული საჰაერო დესანტების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ არ აპირებენ მათ დაუყოვნებლივ განადგურებას.

გადამფარავი ქვედანაყოფის შემადგენლობაში, ჩვეულებრივ, შეჰყავთ ქვეითი და სატანკო ქვედანაყოფები, რომლებიც გაძლიერებულია არტილერიით, ტანკსაწინააღმდეგო, საინჟინრო და საზენიტო საშუალებებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები