გარსევანიშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარსევანიშვილი გიორგი (დაახლ. 1680, ქართლის სამეფო, 20.06.1745, ქ. მოსკოვი), დეკანოზი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაახლოებული იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ოჯახთან. ღვთისმეტყველებას ასწავლიდა უფლისწულებს – ბაქარსა და ვახუშტის. 1724 წ. ემიგრაციაში გაჰყვა ვახტანგ VI-ს. სხვა ქართველ სასულიერო მოღვაწეებთან ერთად ჩაირიცხა რუსეთის წმ. სინოდის შტატში. იყო ქ. მოსკოვის ვსესვიატსკოეს ყოველთა წმიდათა ტაძრის პირველი ქართველი წინამძღვარი. 1730 წ. 15 თებერვალს პირადად ჩაატარა ტაძრის კურთხევა, რომელსაც იმპერატრიცა ანა ივანეს ასული ესწრებოდა. იმავე წლის მარტში ვახტანგ VI-მ და ბაქარმა საგანგებო დავალებით საქართველოში გამოგზავნეს. მას გამოჰყვა არქიმანდრიტი არსენიც (ფიცხელაური). 1737 წლიდან გ. გარსევანიშვილი საბოლოოდ დასახლდა ქ. მოსკოვში. დაკრძალულია ვსესვიატსკოეს ტაძარში.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

ლიტარატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1 თბ.,
  • 97; Ватеишвили Д., Грузия и европейские страны, т.3, Грузия и Poccия, XVIII-XIX века, кн.1-3, M., 2006.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები