გნეიუს ნევიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გნეუს ნევიუსი – (ლათ. Gnaeus Naevius, ძვ. წ. დაახლ. 280-201 წწ.), რომაელი პოეტი და დრამატურგი.

როგორც კომედიოგრაფიის, ასევე ტრაგედიის ჟანრში იმხანად წარმატებულ დრამატურგად გნეუს ნევიუსი მიიჩნეოდა. რომაელი მაყურებლის ინტერესს უფრო მძაფრსიუჟეტიანი და დინამიკური პიესა იწვევდა და დრამატურგებიც მაყურებლის დაკვეთის შესრულებას ცდილობდნენ. ნევიუსის ტრაგედიები მოქმედების დინამიკური განვითარებით გამოირჩეოდა. დრამატურგი თავის ტრაგედიებში, როგორც რომის ისტორიულ წარსულს, ასევე მის თანამედროვე რეალიებსაც წარმოაჩენდა. ისტორიული თემატიკის საფუძველზე შექმნილ ტრაგედიებს პრეტექსტას უწოდებდნენ. ნევიუსის ტრაგედიებს ხშირად თამაშობდნენ სამხედრო გამარჯვების აღვნიშვნისას ან რომელიმე მხედართმთავრის დაკრძალვისას. თუმცა, მაყურებლის ინტერესს, იმხანად, ტრაგედიებზე მეტად კომედიები, მათ შორის ნევიუსის კომედიები იწვევდა.

ნევიუსი აქტიურად მიმართავდა ბერძნული პიესების გადმოკეთებასა და კონტამინაციის ხერხს – რამდენიმე, ორი ან სამი ბერძნული კომედიის სიუჟეტური მოტივის კომედიაში გაერთიანების მხატვრულ ხერხს. კონტამინაციის საშუალებით ნევიუსმა შეძლო მძაფრი სანახაობის მომთხოვნი რომაელი მაყურებლის მოლოდინის დაკმაყოფილება. ამასთანავე, ნევიუსი ტოგატად წოდებული კომედიების ავტორიც იყო.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები