გრეიზენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრეიზენი − (გერმ. greissen დაპობა, დამტვრევა; დაშლა, განხეთ-ქილება, გაყოფა), პნევმატოლითურ-ჰიდროთერმული მეტასომატური წარმოშობის სამთო ქანი, ძლიერ შეცვლილი პეგმატიტი ან გრანიტის კლდე. ძირითადად შეიცავს კვარცს, თეთრ ქარსებს (ლეპიდოლიტი, მუსკოვიტი), ტურმალინს, ტოპაზსა და ფლუორიტს, აგრეთვე კასიტერიტს, ვოლფრამიტს, ბერილს, მოლიბდენიტსა და სხვა მადნეულ მინერალებს. წარმოიშობა გრანიტის თვითგენერირებადი ცვლილებით მაგმის ცხელი ორთქლის გავლენით. აგრეთვე, შესაძლებელია მისი გაჩენა ალუმინის სილიკატების შემცველ ნებისმიერ გარემოში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები