გრენადერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრიელი გრენადერები

გრენადერები - (ფრანგული grenadiers < grenade – გრანატა), ქვეითი ჯარის გვარეობა XVII-XX საუკუნეებში ევროპულ არმიებში.

თავდაპირველად გრენადერებს უწოდებდნენ გრანატმტყორცნელ ჯარისკაცებს (ასეულზე 3-4 კაცი). შემდეგ საფრანგეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში, ქვეით და ცხენოსან პოლკებში შეიქმნა ტანმაღალი და ღონიერი გრენადერების ასეულები.

XVIII საუკუნეში, როდესაც უარი თქვეს მაშინდელი პრიმიტიული და ნაკლებად ეფექტური გრანატების (ხელყუმბარების) გამოყენებაზე, გრენადერები რჩეულ საჯარისო ნაწილებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც შეიარაღებითა და მოქმედების ხასიათით სხვა სამხედრო ფორმირებებისაგან არ განირჩეოდნენ. პირველი მსოფლიო ომში პოზიციური ომის თავისებურებებმა გამოიწვიეს სპეციალური გრანატმტყორცნელი გრენადერების აღორძინება.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები