მოლარიშვილი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ მოლარიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არქიმანდრიტი გიორგი (მოლარიშვილი)

გიორგი (მოლარიშვილი გრიგოლ, 1852, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, – 30.03.1919), არქიმანდრიტი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი შემოქმედის მონასტერში შეისწავლა. 1882 წ. 30 მაისს ჯუმათის მთავარანგელოზთა მონასტერში მორჩილად განაწესეს. 1886 წ. 16 აგვისტოს შემოქმედის მონასტერში გადაიყვანეს. 1887 წ. ბერად აღიკვეცა და სახელად გიორგი უწოდეს. 1887 წ. 30 აგვისტოს გურიის უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში გადაიყვანეს და დიაკვნად აკურთხეს. ამავე პერიოდში გაემგზავრა ათონის წმ. მთაზე, ქართველთა სავანეში, სადაც ერთ წელიწადზე მეტი დაჰყო.

1889 წ. გიორგი სამშობლოში დაბრუნდა. 1893 წ. 1 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მღვდლად დაასხა ხელი. იმავე წლის 15 ნოემბრიდან შემოქმედის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის საძმოშია. 1900 წ. 15 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1910 წ. 6 მაისს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1913 წ. 4 აპრილს შემოქმედის მონასტრის წინამძღვრად გამოარჩიეს და ამავე წლის 27 მაისს ოფიციალურად დაინიშნა ამ თანამდებობაზე. 1913 წ. 29 ივნისს იღუმენის პატივი მიენიჭა. 1918 წ. არქიმანდრიტის პატივი უბოძეს. 1919 წ. 30 მარტს ბრმა შემთხვევას ემსხვერპლა მონასტერზე ავაზაკთა თავდასხმის მონაწილე ეგონათ და ესროლეს. მიღებული ჭრილობით გიორგი დილით გარდაიცვალა. სავარაუდოდ, დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • საქართველოს საპატრიარქოს არქივი, აღწერა 1, საქმე №944; სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №55624; საქმე №56955; საქმე №65141;
  • ჟურნ. „მწყემსი“, 1889, №17;
  • ჟურნ. „საქართველოს საეგზარქოსოს მოამბე“, 1910, №6; 1913, №12;
  • გაზ. „საქართველო“, 1919, №84.
  • კონჭოშვილი პ., მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ, ტფ., 1901.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები