გულემე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გულემე / ჰალვა ყალაჩ-ი (ყუმიკ. Гулеме / гьалва къалач) – ყუმიკური საწესო საკვები – ერბოზელილი ფენოვანი ცომისგან საქორწილო სუფრისთვის გამომცხვარი პური ფქვილის ჰალვის შიგთავსით. გამოცხობის წინ პურის ზედაპირზე, რომელსაც კვერცხი ჰქონდა წასმული, სათითურით სხვადასხვა ორნამენტი (უპირატესად სოლარული ნიშნები) გამოჰყავდათ. მას არა მარტო ესთეტიკური, არამედ მაგიური დანიშნულებაც ჰქონდა.


ლიტერატურა

Амирханова А. К. Хлеб и хлебные изделия в обрядовой жизни тюркоязычных народов Дагестана // Вестник Дагестанского научного центра. 2013, № 49.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები