გუმბათის ყელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუმბათის ყელი. გერგეტის სამება

გუმბათის ყელი – ტაძრის ან სხვა ნაგებობის ცილინდრული ან მრავალწახნაგა მოცულობა (დაბოლოება, კენწერო), რომლის თავზეც გუმბათია. ასეთ მოცულობაში შიგა სივრცის გასანათებლად სარკმლებია გაჭრილი. იმ შემთხვევაში, როდესაც გუმბათის ყელი კვადრატული შენობის თავზეა ამოყვანილი, კვადრატული საფუძვლისა და გუმბათის ყელის დასაკავშირებლად იყენებდნენ ტრომპს ან აფრას (პანდატივს). თანამედროვე არქიტექტურაში გუმბათის ყელს ათავსებენ სვეტებზე დაყრდობილ რკინაბეტონის სარტყელზე. გავრცელებულია ქართულ, სომხურ, ძველ რუსულ და სხვ. ხუროთმოძღვრებაში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები