დამსჯელი ექსპედიციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამსჯელი ექსპედიციები - სამხედრო აქციები, რომლებსაც ჯარები და სხვა სახელმწიფო შეიარაღებული ფორმირებები ახორციელებენ ამბოხებების, აჯანყებების, მასობრივი სახალხო გამოსვლების რაიონებში მათი ჩახშობის, მონაწილე და თანამგრძნობი მოსახლეობის მიმართ რეპრესიების განხორციელების მიზნით.

შიდასახელმწიფოებრივი დამსჯელი ექსპედიციები ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი რევოლუციების და სამოქალაქო ომების პერიოდებისთვის.

სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე დამსჯელი ექსპედიციები გამოიყენება ოკუპაციის პერიოდში პარტიზანებისა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, ხოლო მშვიდობიანობის დროს არცთუ იშვიათად მიმდინარეობს სხვადასხვა ყალბი საბაბით (უცხოელ მოქალაქეთა გადარჩენა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა).

დამსჯელი ექსპედიციებისთვის დამახასიათებელია შედარებითი შეზღუდვა ძალების, ადგილის და დროის მხრივ, მათი განხორციელებისას დაშვებული სამართლებრივი ნორმების, ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების სერიოზული დარღვევები, სპეციალურად მომზადებული ჯარებისა და დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეების მოზიდვა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები