დარეძანთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დარეძანთა (ოს. Даредзантæ – „დარეჯანიანები“) – ოსურ დარეძანულ თქმულებათა მთავარი გმირების (ჲამონის, ამრანის, ბადრის, მისირბის, როსტომის, ზორაბის, როსაფის, ბეზანის, აგრეთვე ჲამონის ცოლის – მარიას, ამრანის ცოლის – თამარის, ბეზანის ცოლის – მანიძანის, როსაფის ვაჟების – ავთანდილის, ტარიელისა და ფრიდონის, ტარიელის ცოლის – სთარეძანის და სხვათა) საგვარეულო სახელი.

დარეძანთები ბევრი რამით ნართული ეპოსის გმირებს მოგვაგონებენ: თავიანთ ცხოვრებას, ნართებივით, ძირითადად ლაშქრობასა და ნადირობაში ატარებენ; ებრძვიან როგორც მიწიერ მტრებს, ისე მიწისქვეშა დალიმონებსა და ზეცის მკვიდრებს; ომის, მშვიდობის, სამართლისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას ნართებიცა და დარეძანთებიც ნიხასზე იკრიბებიან; მაგრამ თუ ნართები მტრებთან ბრძოლაში ზოგჯერ ტყუილსა და მზაკვრობას მიმართავენ, დარეძანთები მხოლოდ ძალით, მამაცობითა და გმირობით იმარჯვებენ.


ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. I. М., 1881;
  • «Амран». Даредзановские сказания у осетин. Перевод, обработка и комментарии В. И. Абаева. Предисловие и редакция академика Н. Я. Марра. М.-Л., 1932;
  • Калоева Д. А. Даредзановские сказания у осетин (Исследование, тексты). Цхинвали, 1975;
  • მისივე, Даредзановские сказания у осетин // СЭ. 1976, №1.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები