დაუყოვნებელი რეაგირების ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაუყოვნებელი რეაგირების ძალები - ძალები, რომელთა შერჩევა და გაშლა ნატოს ქვეყნების მიერ მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ნაწილების საფუძველზე წარმოებს. შედგება: სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო კომპონენტებისგან.

დაუყოვნებელი რეაგირების სახმელეთო ძალებმა შეცვალეს ევროპაში მოკავშირე სარდლობის მობილური სახმელეთო ძალები. დაუყოვნებელი რეაგირების სამხედრო-საჰაერო ძალების შერჩევა და გაშლა ხდება არსებული ესკადრილიების საფუძველზე, რომლებსაც ნატოს ქვეყნები გამოყოფენ და მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში არიან.

დაუყოვნებელი რეაგირების საზღვაო ძალები შედგებიან:

  1. ატლანტიკაზე სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ოპერატიული შენაერთისგან.
  2. ხმელთაშუა ზღვაზე ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ძალებისგან;
  3. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ნაღმსაწინააღმდეგო ბრძოლის ძალებისგან. (სწრაფი რეაგირების ძალები).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები