დაფარვის ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაფარვის ზონა - შეიარაღებული ძალების თავდაცვაში საბრძოლო მოქმედებების ზონის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფო საზღვრისა და თავდაცვაში მყოფი ჯარების მთავარი დაჯგუფებების დასაცავად მოწინააღმდეგის სახმელეთო ჯარების უეცარი შემოჭრისაგან; აგრეთვე მეწინავე (ძირითადი) თავდაცვითი ზღუდის განლაგების თაობაზე მის შეცდომაში შესაყვანად, რაც გამოიწვევს მოწინააღმდეგის ჯარების დროზე ადრე გაშლას, გადაადგილებას და მათთვის ზიანის მიყენებას.

დაფარვის ზონა შემოიფარგლება ფრონტიდან სახელმწიფო საზღვრით, ზურგიდან – მეწინავე თავდაცვითი ზღუდის წინა კიდით, ფლანგებიდანსაომარი მოქმედების თეატრის საზღვრებით.

დაზიანების ზონის სიღრმეა 15-70 კმ. მის ფარგლებში გათვალისწინებულია დაფარვის ჯარებისთვის პოზიციების, ცალკეული საყრდენი პუნქტებისა და თავდაცვის რაიონების მოწყობა, აგრეთვე საინჟინრო ღობურების განვითარებული სისტემის შექმნა.

დაფარვის ზონის მონაკვეთები, რომლებიც შედის გაერთიანებებისა და შენაერთების მოქმედების ზოლებში, შეადგენენ მათი უზრუნველოფის ზოლებს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები