დაფარვის ძალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაფარვის ძალები

1. საჯარისო გაერთიანება, რომელიც მოქმედებს ძირითადი დაჯგუფებისგან განცალკევებით. მისი მიზანია დასაფარავ დაჯგუფებაზე თავდასხმის თავიდან აცილება, მოწინააღმდეგესთან შეხებაში შესვლა, საბრძოლო მოქმედებების წარმოება, შეკავება, მოწინააღმდეგის დეზორგანიზაცია და დაბნევა.
2. ნაწილები ან გამოყოფილი ქვედანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ შედარებით მსხვილი დაჯგუფებების დაცვას. ხორციელდება თვალთვალის, დაზვერვის, შეტევითი ან თავდაცვითი მოქმედებების გზით, ან ყველა ამ სახეობის შერწყმით.
3. ხომალდების შენაერთი (ჯგუფი, რაზმი), რომლის დანიშნულებაა მოწინააღმდეგის წყალზედა ხომალდების თავდასხმისაგან დაიფაროს ფლოტის ძალების დაჯგუფება (შენაერთი), რომელიც დიდმნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს საბრძოლო მოქმედების პროცესში.

დაფარვის ძალები შეიძლება გამოიყოს ბადრაგის, სადესანტო რაზმების ზღვით გადასვლის უზრუნველსაყოფად და სხვა მიზნებისათვის.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები