დიდი ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი ოპერა - ფრანგ. Grand opera, გრანდ ოპერა. საოპერო ჟანრი, რომელიც აღმოცენდა მე-19 ს. I ნახ. საფრანგეთში. მისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა, გმირულ-ისტორიული სიუჟეტები, მძაფრად კონფლიქტური სიტუაციები, ფერადოვნება და დეკორაციულობა, მასობრივი სცენების (გუნდი, ბალეტი) სიმრავლე. საფუმველი ჩაუყარა გ. სპონტინიმ ოპერით – „ვესტალი“ (1807). მნიშვნელოვანი ნიმუშები იყო ობერის „მუნჯი ქალი პორტიჩიდან“ („ფენელა“, 1828) და როსინის „ვილჰელმ ტელი“ (1829), ჯ. მეიერბერის ოპერები, განსაკუთრებით „ჰუგენოტები“ (1835) და სხვ.

მე-19 ს. 50-იანი წლებისათვის, საოპერო ხელმძღვანელობაში რეალისტური მიმართულების გაძლიერებასთან ერთად დიდ ოპერამ თანდათან დაკარგა წამყვანი მდგომარეობა. მაგრამ ზოგი რამ მასში სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და შემადგენელი ელემენტების სახით შევიდა „ლირიკულ ოპერაში“ (რომელიც წარმოიშვა როგორც დიდი ოპერის ანტითეზა) და მომდევნო პერიოდის მრავალი კომპოზიტორები ოპერებში (რ. ვაგნერი, ჯ. ვერდი, მ. გლინკა, პ. ჩაიკოვსკი).


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები