დიდი წერეთის კოშკი (პირამიდული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი წერეთის კოშკი - კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 42 კილომეტრში, ტანას მარჯვენა შენაკადის მდინარე თხინალას ხეობაში მდებარე სოფელ დიდი წერეთის ჩრდილოეთით, ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებთან. სავარაუდოდ თარიღდება XIV-XV საუკუნეებით.

აღწერილობა

კოშკი პირამიდულია, გეგმით კვადრატული. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია – ჩანგრეულია ზედა ნაწილი, სამხრეთ კედელი, სართულშუა ხის გადახურვები. შემორჩენილი კედლების მიხედვით კოშკი სამსართულიანი უნდა იყოს.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები