დიდი ხურვალეთის ყველაწმინდის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი ხურვალეთის ყველაწმინდის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში,შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ხურვალეთის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწეტილობა

ეკლესია დარბაზულია (8,3 X 5,5 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია ნატეხი ქვისა და კვადრატული აგურის თანაბარი წყობით. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით არქიტრავით გადახურული შესასვლელები აქვს. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თაღოვანი სარკმლებია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა დარბაზის შუა საბჯენ და დასავლეთ კედლის თაღებსა და ორსაფეხურიან იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. დასავლეთის ფასადზე ჯვრის ორი რელიეფური გამოსახულებაა. ლავგარდანი აგურისაა, სახურავი - ფილაქვის.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები