დოპუნიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დოპუნჷხა (აფხ. Допуныха) — ოჩამჩირის რაიონის სოფ. დოპუაქითში მცხოვრები დოპუას გვარის მფარველი ხატი, რომლის კულტი ამავე რაიონის სოფ. აძიუბჟას მთელ მოსახლეობაში იყო გავრცელებული. დოპუნიხას საბრძანისად მიჩნეული იყო აბაშის რაიონის სოფ. სუჯუნა, რის გამო მას შვჯჷნ-ნიხასაც უწოდებდნენ. ამავე ხატს დოპუათა ცოლები, რამდენადაც ქმრის საგვარეულო სალოცავის სახელის ხსენება ეკრძალებოდათ, „ჟვარაკის“ (შდრ. ქართ. „ზვარაკი“) ეძახდნენ. დოპუნიხას სახელზე აძიუბჟელები და დოპუაქითელები ყველიერის კვირას ლოცულობდნენ და სპეციალურად გამომცხვარ რიტუალურ პურთან ერთად მუჭა მარილსა და ცვილის სანთელს სწირავდნენ. ლოცვის შემდეგ დოპუას გვარიდან ასაკით უფროსი მამაკაცი ყველა ოჯახს შემოივლიდა და მარილსა და სანთელს წამოიღებდა.

როგორც ჩანს, დოპუნიხა სუჯუნის წმ. გიორგის ხატს უკავშირდება და, შესაძლოა, დოპუათა ძირიხატს წარმოადგენს.


ლიტერატურა

Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960; Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები