დროება (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დროება — პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1866-1885 წწ. თბილისში (თავდაპირველად კვირაში ერთხელ, 1875 წლიდან — კვირაში სამჯერ, 1877-85 წლებში — ყოველდღიურად). რედაქტორები: 1866–69 — გ. წერეთელი, 1869-73 და 1874-82 - ს. მესხი (1880-81 წწ. ს. მესხთან ერთად გაზეთს უძღვებოდა ი. ჭავჭავაძე), 1873–74 — კ. ლორთქიფანიძე, 1883-85 — ი. მაჩაბელი. გამომცემლები: — 1866–83 — ს. მელიქიშვილი და ამხანაგობა, 1883-85 — გ. ქართველიშვილი. „დროებაში“ თანამშრომლობდა თითქმის ყველა პროგრესული ქართველი მოღვაწე. გაზეთმა განავითარა „საქართველოს მოამბის“ ტრადიციები, იბრძოდა ქვეყნის ეროვნული გაერთიანებისა და განთავისუფლებისთვის, მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთთან თანასწორუფლებიან კავშირს. „დროებაში“ ქვეყნდებოდა ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, დიდი ადგილი ეთმობოდა თარგმანებს. გაზეთი იცავდა და აგრძელებდა რეალისტური სკოლის ტრადიციებს. არსებობა მძიმე ცენზურული პირობებში უხდებოდა. დაიხურა ხელისუფლების განკარგულებით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები