ევროპის თავდაცვითი გაერთიანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ევროპის თავდაცვითი გაერთიანება - ასე ეწოდება სამხედრო დაჯგუფებას, რომლის შექმნის ხელშეკრულებას 1952 წლის 27 ივნისს მოაწერეს ხელი პარიზში 6 დასავლეთ-ევროპული ქვეყნის: საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. მაგრამ ცდა, შეექმნათ ახალი სამხედრო დაჯგუფება, რომელიც გერმანიის რემილიტარიზაციას გამოიწვევდა, წააწყდა წინააღმდეგობას ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში. ევროპის თავდაცვითი გაერთიანების შექმნა ჩაიშალა.

პარიზის 1954 წლის შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ გერმანიის რემილიტარიზაციის გეგმა და მისი ნატოში შეყვანა განხორციელდა მეორე სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის, დასავლეთ ევროპის კავშირის, ეგიდით. ამ კავშირის მონაწილე. იმ სახელმწიფოების გარდა, ვისაც განზრახული ჰქონდა შესულიყო ევროპის თავდაცვით გაერთიანებაში, გახდა დიდი ბრიტანეთი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები