ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი გრიგოლი

ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)ეპისკოპოსი გრიგოლი, ერისკაცობაში – გიორგი ვლადიმერის ძე კაცია დაიბადა 1972 წლის 26 აგვისტოს, ქ. სოხუმში, ვლადიმერ გიორგის ძე კაციასა და ლუდმილა დავითის ასულ რუხაძის ოჯახში.

1982 წელს გიორგი კაცია მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1989 წელს დაამთავრა ქ. სარატოვის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ქ. სარატოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც 1995 წელს დაამთავრა.

1997 წელს დაამთავრა ორწლიანი კლინიკური ორდინატურა, სპეციალობით – ზოგადი ქირურგია იმავე წელს ქ. მოსკოვში ჩაირიცხა ასპირანტურაში – სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში.

2000 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობა“. იმავე წლიდან განაგრძო სამეცნიერო მუშაობა აკადემიურ დოქტორანტურაში.

2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მიოკარდის არტერიული რევასკულარიზაცია“.

2003-2005 წლებში მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად გულის კრიტიკული თანდაყოლილი მანკის განყოფილებასი რუსეთის სამედიცინო აკადემიის მეცნიერებათა ცენტრში.

2000 წლიდან გახდა ქ.მოსკოვის წმიდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესიის მრევლი. მოძღვარი – დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია.

2005-2010 წლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში.

2010 წლის 26 აგვისტოს სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ცურტაველმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა.

2010 წლის 28 აგვისტოს ამავე ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა და თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის ღვთისმსახურად დანიშნა.

2010 წლის 14 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმი სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და მცხეთის წმიდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის საძმოში განამწესა. ამავე წლის 19 ნოემბრიდან მღვდელ-მონაზონი გრიგოლი თბილისის მამა დავითის წმიდა დავით გარეჯელის სახელობის მამატა მონასტრის საძმოს წევრია.

2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე, გარდაბნისა და მარტყოფნის ეპარქიის, ეპისკოპოსად გამოარჩიეს.

2013 წლის 4 დეკემბერს მცხეთაში, სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი. 2015 წ. 13 იანვარს წალკის ეპარქიაში გადაიყვანეს.

გრიგოლის ლოცვა-კურთხევით წალკის ეპარქიის ტაძრებში, სადაც ღვთისმსახურება არ ტარდებოდა, დადგინდნენ ახალი სასულიერო პირები, რომლებიც აღავლენენ წირვა-ლოცვას ქართულ და ბერძნულ ენებზე. 2016 წ. 26 აგვისტოს წალკის ეპარქიას ესტუმრა საბერძნეთის ეკლესიის დელეგაცია ქ. დრამის მიტროპოლიტ პავლეს წინამძღოლობით, რომელმაც ჩამოაბრძანა წარმოშობით წალკელი წმინდანის, გიორგი კარსილიდისის წმ. ნაწილები. გრიგოლის წარდგინებით, საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა გიორგი კარსილიდისი შეიყვანა საეკლესიო კალენდარში და მისი ხსენების დღედ დადგინდა 4 ნოემბერი.

2019 წლის ნოემბერში გადაიყვანეს ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად.


იხილე აგრეთვე

გრიგოლი (ეპისკოპოსი)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები