ერგეჟეილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერგეჟეჲლი (ნოღ. Эргежейли: эр – „მამაკაცი“, кенже – „პატარა“, ли – კუთვნილების სუფიქსი) – ქონდრისკაცთა ქვეყნის მეფე ნოღაურ მითოლოგიაში. განუზომელი ძალ-ღონის მქონე, მაგრამ მტკაველის ტოლა ერგეჟეჲლს ორმოცი მტკაველი სიგრძის წვერები აქვს. მისი სამეფო მიწისქვეშეთშია. „ქამირ-ბათირის“ მითოთქმულების მიხედვით, ერგეჟეჲლის სამეფოს შესასვლელი ჭის ფსკერზე მდებარე ველზეა. ერთი გადმოცემით, იგი გამოყოფილია ტბით, სხვა გადმოცემით – მდინარე თოიმადიქით („გაუმაძღარი“), რომელიც ადამიანთა ცრემლითაა სავსე. მეფე თავის ქვეყანაში კურდღელზე მჯდომი მოგზაურობს, ზოგჯერ მიწის ზედაპირზე ამოდის და ცხენით დადის, იტაცებს ქალიშვილებსა და განძს და მათთან ერთად კვლავ ქვესკნელში ჩადის.

ჩვენთვის საინტერესო სახელის მქონე პერსონაჟს ნოღაელთა მონათესავე ყაზახების მითოლოგიაც იცნობს. ცნობილი მკვლევარი, ს. კონდიბაი, წერს, რომ ერგიჟეჲლის მითოლოგიურმა სახემ ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა: თავდაპირველი სახე ეს არის არღი-აჟე/ერღი-აჟე – კაცობრიობის გამჩენი, დედა ქალღმერთი და საიქიოს გამგებელი. ტრანსფორმაციის შემდგომ ერგეჟეჲლები არღ-აჟეს – მკვდართა საუფლოს გამგებლის – ვაჟები (ან ქალიშვილები, ან კიდევ მსახურები) არიან.



ლიტერატურა

  • Кандыбай С. Казахская мифология. Алматы, 2005;
  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები