ვათი ხიცაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვათი ხიცაუ (ოს. Уаты хицау – „საძინებლის ანგელოზი“) – ცოლ-ქმრული კავშირის მფარველი ანგელოზი, რომელსაც საქორწილო რიტუალის დროს მიმართავენ. ქორწილის ღამეს ხელისმომკიდეს პატარძალი ქმრის საძინებელ ოთახში შეჰყავდა და, ტოვებდა რა იქ ახაშეუღლებულებს მარტო, დაილოცებოდა:

„დე, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. დე, ვერაფერი დაგაკლონ ავსულებმა. ღმერთმა გაშოროთ შეყვარებული ცოლ-ქმრისთვის უღირსებო, ბიწიერი აზრი. დე, ღმერთმა ჯანმრთელი ვაჟებით დაგაჯილდოონ. დე, ვათი-ხიცაუ იყოს თქვენი სიყვარულის მოწმე და მფარველი!“.


ლიტერატურა

Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები