ველიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ველიტი

ველიტები - მსუბუქი ქვეითი მებრძოლები რომაელი ლეგიონერების შემადგენლობაში (ძვ.წ. V-II საუკუნეებში). ბანაკებში და ლაშქრობაში ასრულებდნენ დაცვით სამსახურს. მოწინააღმდეგესთან შეხვედრის შემთხვევაში მონაწილეობას იღებდნენ ბრძოლაში, რითაც უზრუნველყოფდნენ ლეგიონის მთავარი ძალების საბრძოლო გაშლას.

შეიარაღება - ხმალი, მშვილდისარი, შურდული და 6 ხელშუბი.

დაცვითი შეიარაღება - ფარი და ტყავის ან ქეჩის ჩამოსაცმელი.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები