ვერმიკულიტბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერმიკულიტბეტონიმსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც შემავსებლად გამოყენებულია აქაფებული ვერმიკულიტი. შემკვრელის როლს ასრულებს ცემენტი, ბიტუმი, გამდნარი მინა, სინთეზური ფისი და სხვ. თერმოიზოლაციური ვერმიკულიტბეტონი, საშუალო სიმკვრივით 250-400 კგ/მ3. გამოიყენება ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელსაც შემდეგ ხმარობენ სამრეწველო მოწყობილობებისა და მილსადენების თბოსაიზოლაციოდ, აგრეთვე შემომზღუდავი სამშენებლო კონსტრუქციების დამათბუნებლად. კონსტრუქციულ-იზოლაციური, სიმკვრივით 660-900 კგ/მ3საკედლე პანელებში, ფილებში, გადახურვებში და სხვ. სიმტკიცე კუმშვაზე 3,5 მპა (35 კგ/სმ2). ბეტონში პორტლანდცემენტის ჰიდრომასის დამატებისას მშრალი ვერმიკულიტბეტონის სიმკვრივეა დაახლოებით 480 კგ/მ3.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები