ზედი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზედ-ი ირ., იზად-ი დიგ. (ოს. Зæд / изæд) — ანგელოზი, ზებუნებრივი სული ოსურ მითოლოგიაში; არის ოჯახისა და სოფლის მფარველი („სარიზადი“, „ყაუზადი“). ყოველ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ზედი და როცა უნდათ ვინმესთვის ზიანის მიყენება, წყევლიან მის ანგელოზს. ეს ტერმინი ზოგჯერ ქრისტიანული წმინდანების, როგორც „ღვთაებების“, აღსანიშნავადაც გამოიყენება (მაგ., დიგორელები ვასგერგის ანუ წმ. გიორგის, ლაგთი იზადს — „მამაკაცთა ღვთაებას“ (შდრ. ირონიული ლაგთი ძუარი — „მამაკაცთა ღვთაება“ — ჳასთირჯი, იგივე წმ. გიორგი) უწოდებენ.

ზედი ხშირად მრავლობით რიცხვში მისსავე სინონიმურ დაუაგთან ერთად გვხვდება (Зæдтæ æмæ Дауджытæ). ნართულ ეპოსში ზედები და დაუაგები გვევლინებიან, როგორც მიწიერი და ნართებთან დაპირისპირებული არსებები. ჯერ ბათრაძის, შემდეგ კი მთელი ნართების სიკვდილში მათ გარკვეული როლი მიუძღვით.

ტერმინი Зæд, изæд ძველირანული yazata „ღვთაება“ (<– yaz „მსხვერპლის შეწირვა“) სიტყვიდან მომდინარეობს.


ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. 4. М., 1989;
  • Бенвенист Э. Очерки по осетинскому языку. М., 1965:
  • Дюмезиль Ж. Осетинский язык и мифология. М., 1976;
  • Барабанов О. Н. Хуцау и дауаги: два нерешенных вопроса в историко-семиотическом анализе дохристианских индоевропейских верований у алан // Пространство и время, 2013, № 4 (14).


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები