თეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეა(ბერძნ.) ტიტანიდა, ურანოსისა და გეას უფროსი ქალიშვილი. ტიტანოს ჰიპერიონის და და მეუღლე. ჰელიოსის, სელენესა და ეოსის დედა.

გვიანი ხანის მითოსის თანახმად, ტიტანებმა შურის გამო ამოხოცეს ჰიპერიონი და მისი შვილები. მაგრამ ღმერთებმა შეიწყალეს რა სელენე და ჰელიოსი, მნათობებად – მთვარედ და მზედ-გარდასახეს, ხოლო თეას უკვდავება უბოძეს. ბერძნულ მითოლოგიაში თეა სინათლეს განასახიერებდა, როგორც მზის, მთვარისა და განთიადის ღვთაება, ზოგჯერ მას აიგივებდნენ კიბელესთან.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები